ფეხბურთი

17:05 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეკვადორის ნაკრების შემდგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ეკვადორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან ბეკასესემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

რა თქმა უნდა, განაცხადში არიან გუნდის მთავარი ვარსკვლავები - ვილიან პაჩო და პიერო ინკაპიე, რომლებმაც ორი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს. ეკვადორი მუნდიალზე ასეთი შემადგენლობით გამოვა:

მეკარეები: ერნან გალინდესი (ურაკანი), მოისეს რამირესი (კიფისია), გონსალო ვალე (ლდუ კიტო)

მცველები: ანხელო პრესიადო (ატლეტიკო მინეირო), პერვის ესტუპინიანი (მილანი), პიერო ინკაპიე (არსენალი), ფელიქს ტორესი (ინტერნასიონალი), ვილიან პაჩო (პსჟ), ჟოელ ორდონესი (ბრიუგე), ჯექსონ პოროსო (ტიხუანა)

ნახევარმცველები: მოისეს კაისედო (ჩელსი), ალან ფრანკო (ატლეტიკო მინეირო), გონსალო პლატა (ფლამენგო), კენდრი პაესი (რივერ პლეიტი), ჯონ იებოა (ვენეცია), ალან მინდა (ატლეტიკო მინეირო), პედო ვიტე (ტიგრესი), ხორდი ალსივარი (ინდეპენდიენტე დელ ვალე), დანი კასტილიო (მიდტიულანდი), იაიმარ მედინა (გენკი)

თავდამსხმელები: ენერ ვალენსია (პაჩუკა), კევინ როდრიგესი (უნიონ სენ-ჟილი), ხორდი კაისედო (ურაკანი), ნილსონ ანგულო (სანდერლენდი), ჯერემი არევალო (შტუტგარტი), ანტონი ვალენსია (ანტვერპენი)

ეკვადორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოტ დივუარის, კურასაოსა და გერმანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171601