ფეხბურთი

16:05 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების შეკრებას შეუერთდა

"ინტერ მაიამის" ფეხბურთელები ლიონელ მესი და როდრიგო დე პოლი არგენტინის ნაკრების შეკრებას შეუერთდნენ. ისინი კერძო თვითმფრინავით კანზას სიტიში უკვე ჩაფრინდნენ, სადაც არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

როგორც ცნობილი გამოცემები იტყობინებიან, ლიონელ მესის ტრავმა სერიოზულ არ აღმოჩნდა და ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის, ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში იქნება.

ლიონელ მესიმ "ინტერ მაიამის" ბოლო მატჩში ფეხის კუნთზე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. იყო მოსალოდნელი, რომ არგენტინელი ვარსკვლავი პირველ მატჩს გამოტოვებდა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო იქამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას ჰონდურასისა და ისლანდიის ნაკრებებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166538