ლონდონის "არსენალის" მცველი ვილიამ სალიბა ტრავმირებულია და შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს.
როგორც ირკვევა ფრანგ ფეხბურთელს დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც აწუხებდა, თუმცა ტრავმა პსჟ-თან მატჩის შემდეგ უფრო გაუარესდა. პირველადი ცნობებით, დაზიანება მოსალოდნელზე სერიოზულია და არსებობს საფრთხე, რომ 24 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე კვირა იუქმოს. სამედიცინო გამოკვლევების საბოლოო პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სენეგალის, ერაყისა და ნორვეგიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგურ მატჩებს კოტ დივუარისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.







