ესპანელი ფეხბურთელი ანსუ ფატი "მონაკოს" სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, "მონაკო" ესპანელ ფეხბურთელს "ბარსელონადან" გამოისყიდის.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასრულებულია და ფატი "მონაკოს" სრულფასოვანი წევრი გახდება. კატალონიური კლუბი გარიგებიდან 11 მილიონთან ერთად, ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტებსაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატიმ გასული სეზონი სწორედ მონაკოში არენდის წესით გაატარა, მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.





