ფეხბურთი

23:35 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" დენის უნდავს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„შტუტგარტმა“ დენის უნდავს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად გერმანელი გუნდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება.

უნდავმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რომლის განმავლობაში 46 მატჩში 25 გოლი გაიტანა. ის „შტუტგარტში“ 2023 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.

მანამდე უნდავი „ბრაიტონის“, „უნიონ სენ-ჟილის“, „მეპენის“ და „ჰაველსეს“ ღირსებას იცავდა, გერმანიის ნაკრებში კი 8 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087035