ფეხბურთი

18:42 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: "რეალი"? ვნახოთ, მუნდიალის შემდეგ რა მოხდება"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი როდრი გამოეხმაურა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებულ ჭორებს და არაფერი გამორიცხა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, მისი დასრულების შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ჭორები „რეალის“ შესახებ? ეს ფეხბურთის ნაწილია. ორიენტირებული ვარ ეროვნულ ნაკრებზე. მესმის ჭორები, მაგრამ არ ვაპირებ დროის დაკარგვას ამაზე. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვნახოთ“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ როდრი „მანჩესტერ სიტიმდე“ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალში“ თამაშობდა. „სიტიდან“ პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ, სულაც არაა გამორიცხული, რომ როდრიმ ინგლისური კლუბის დატოვება გადაწყვიტოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.269168