პარაგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო ალფარომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინელმა სპეციალისტმა ისინი 55-კაციანი განაცხადიდან შეარჩია, რომელთანაც ბოლო დღეებში მუშაობდა. პარაგვაის შემადგენლობა დამდეგ მუნდიალზე ასეთი იქნება:
მეკარეები: ორლანდო ხილი (სან ლორენსო), რობერტო ფერნანდესი (სერო პორტენიო), გასტონ ოლივეირა (ოლიმპია)
მცველები: ხუან კასერესი (დინამო მოსკოვი), გუსტავო ველასკესი (სერო პორტენიო), გუსტავო გომესი (პალმეირასი), ჟუნიორ ალონსო (ატლეტიკო მინეირო), ხოსე კანალე (ლანუსი), ომარ ალდერეტე (სანდერლენდი), ალექსანდრო მაიდანა (ტალერესი), ფაბიან ბალბუენა (გრემიო)
ნახევარმცველები: დიეგო გომესი (ბრაიტონი), მაურისიო მაგალაეში (პალმეირასი), დამიან ბობადილია (სან პაულუ), ბრაიან ოხედა (ორლანდო სიტი), ანდრეს კუბასი (ვანკუვერი), მატიას გალარსა (ატლანტა იუნაიტედი), ალეხანდრო [კაკუ] გამარა (ალ აინი)
თავდამსხმელები: გუსტავო კაბალიერო (პორტსმუთი), რამონ სოსა (პალმეირასი), ალექს არსე (ინდეპენდიენტე რივადავია), ისიდრო პიტა (რედ ბულ ბრაგანტინო), გაბრიელ ავალოსი (ინდეპენდიენტე), მიგელ ალმირონი (ატლანტა იუნაიტედი), ხულიო ენსისო (სტრასბური), ანტონიო სანაბრია (კრემონეზე)
პარაგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთს, აშშ-სა და ავსტრალიას შეხვდება.







