ფეხბურთი

23:04 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა

საბერძნეთის ნაკრებისა და „ბოლონიას“ ყოფილი ფეხბურთელი მარიოს ოიკონომუ გარდაიცვალა.

ის მხოლოდ 33 წლის იყო. ოიკონომუ, რომელმაც კარიერა ორი წლის წინ დაასრულა, ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული, რადგან მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მარიოს ოიკონომუმ კარიერის განმავლობაში „იანინაში“, „კალიარიში“, „ბოლონიაში“, „სპალში“, „აეკში“, „ბარიში“, „კოპენჰაგენში“, „სამპდორიასა“ და „პანათინაიკოსში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164618