ლისაბონის „სპორტინგმა“ „ვენეციადან“ ნიჭიერი ნახევარმცველი ისა დუმბია დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელებმა იტალიურ კლუბს 20 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც 6 მილიონი ბონუსად დაემატება. დუმბია „ვენეციას“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელია.
ისა დუმბია იტალიელია და „ვენეციაში“ ჩატარებულ 63 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
ის ცენტრალური ნახევარმცველია, შესაბამისად, გიორგი ქოჩორაშვილის პოზიციაზე ირჯება. ამდენად, ქართველი ფეხბურთელის წასვლის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. მას „სპორტინგში“ სათამაშო პრაქტიკა ისედაც არ ჰქონდა, ახალი კონკურენტის დამატების შემდეგ კი, სიტუაცია უფრო გართულდება.







