შაბათს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
The Athletic-ის ცნობით, „ლივერპულის“ სპორტულმა დირექტორმა რიჩარდ ჰიუზმა სლოტს შაბათს დილით ეს ამბავი აცნობა. ნიდერლანდელი ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა. ის აქტიურად იყო ჩართული სეზონისწინა გეგმებთან და ზაფხულის ტრანსფერებთან დაკავშირებულ დისკუსიებში. ის შაბათამდე ფეხბურთელებთან ერთად ზაფხულის გეგმებსა და მომავალი სეზონისთვის მზადებას განიხილავდა, რადგან სჯეროდა, რომ მას ექნებოდა შესაძლებლობა გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები.
სლოტმა ასევე მიაღწია შეთანხმებას ეტიენ რეინენთან, მის ყოფილ ასისტენტთან „ფეიენოორდში,“ რათა ამ ზაფხულს სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანებულიყო.
ჰიუზმა და კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ედვარდსმა ადრე გამოთქვეს მხარდაჭერა სლოტის მიმართ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რამაც ხელი შეუწყო „ლივერპულის“ შედეგების გაუარესებას. თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ სიტუაციის განხილვისას მათ დაასკვნეს, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო, როგორც გასახდელში, ასევე გულშემატკივრებში არსებული განწყობის გათვალისწინებით.
სლოტი მერსისაიდელებს 2024 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით „ლივერპული“ 2024/25 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში „წითლებმა“ 60 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავეს. „ლივერპულში“ დანიშვნამდე სლოტი „ფეიენოორდის“ მენეჯერი იყო.





