ფეხბურთი

11:14 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ გლასნერი დღეს „მილანის“ წარმომადგენლებს შეხვდება

„მილანი“ აგრძელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას მას შემდეგ, რაც გუნდის ცუდი შედეგების გამო მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლეს.

სოციალურ პლატფორმა X-ზე ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ცნობით, დღეს, 2 ივნისს, „როსონერის“ წარმომადგენლებსა და ოლივერ გლასნერს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. ავსტრიელი მილანური კლუბის ახალი მენეჯერის პოსტისთვის წამყვან კანდიდატებს შორისაა.

გლასნერი ამჟამად „კრისტალ პალასს“ ხელმძღვანელობს, სადაც ბოლო სეზონებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „მილანის“ ხელმძღვანელობა 51 წლის მწვრთნელს ახალი პროექტის პრიორიტეტად მიიჩნევს.

გლასნერმა „პალასთან“ ერთად მოიგო ინგლისის ასიციაციის თასი, ქვეყნის სუპერთასი და კონფერენს ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087803