მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბისთვის ახალი მოთამაშეების დამატებების შესახებ განაცხადა.
„უახლოეს რამდენიმე დღეში დეტალურად განვიხილავ სხვადასხვა პროექტებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ „რეალის“ მომავლისთვის სპორტულ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. ახალი ვარსკვლავები და ახალი შენაძენები ჩამოვლენ. ჩვენ ვიცით, რა გაძლიერება გვჭირდება და ისინი აქ იქნებიან მომავალ სეზონში, „რეალის“ მაისურით“, - ციტირებს AS პერესს.
გასულ სეზონში მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა 86 ქულით. „ბარსელონამ“ ტურნირი 94 ქულით მოიგო.





