საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ჩავიდა მაიამიში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.
„მსოფლიო თასის მისია იწყება!“ - დაწერა რონალდუმ სოციალურ პლატფორმა X -ზე.
ნაკრები სრულად 6 ივნისამდე ვერ შეიკრიბება, სანამ გუნდს ვიტინია, ნუნუ მენდეში, ჟოაუ ნევეში და გონსალუ რამუში შეუერთდებიან, მათ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ რამდენიმე დღიანი დასვენება მისცეს.
41 წლის კრიშტიანუ პორტუგალიის ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადში შეიყვანეს. ეს მისი ზედიზედ მეექვსე მუნდიალია.
რონალდუს რეკორდი ეკუთვნის საერთაშორისო ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით. მან 226 მატჩში 143 გოლი გაიტანა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია K ჯგუფში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, უზბეკეთსა და კოლუმბიას დაუპირისპირდება.







