„ლივერპულმა“ ანდონი ირაოლასთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება - წერს სოციალურ ქსელში ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
ბოლო 48 საათის განმავლობაში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და გარიგება დასრულდა. ხელმოწერის შესახებ მალე გახდება ცნობილი.
30 მაისს „ლივერპულმა“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის, წასვლის შესახებ განაცხადა.
43 წლის ესპანელი სპეციალისტის ბოლო კლუბი „ბორნმუთი“ იყო, რომელიც მან მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვა. ირაოლას ხელმძღვანელობით „ალუბლებმა“ 57 ქულა დააგროვეს და ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე გავიდნენ. „ლივერპულმა“ 60 ქულით, მეხუთე ადგილი დაიკავა. ესპანელი „ბორნმუთს“ 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.





