მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტები დაასახელა და თავისი პერსპექტივები შეაფასა.
„მე აუცილებლად ვიქნები ფავორიტებს შორის. ამ სეზონში მოგებული თასების და გატანილი გოლების რაოდენობის გათვალისწინებით. ასევე, თუ ინგლისი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, ადვილი წარმოსადგენია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მიღებს ამ პრიზს, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შედეგი.
თუ გადავხედავთ „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელ ფავორიტებს, ესენი არიან მაიკლ ოლისე, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები და მე. მაგრამ ამავე დროს, არ ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ ისინი იმსახურებენ „ოქროს ბურთს. ვცდილობ, მოედანზე ჩემი თამაში თავად მეტყველებდეს ყველაფერზე“, - ციტირებს კეინის სიტყვებს L'Équipe.
„ოქროს ბურთი“ ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელს. ამჟამინდელი გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელეა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ნომინანტთა შორის ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიასაც ასახელებენ.







