კანადის ქალაქ ტორონტოში სამართალდამცავებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ყალბი საფეხბურთო აღჭურვილობა ამოიღეს, იტყობინება Reuters. წყაროს ცნობით, ამოიღეს 16 000-ზე მეტი მაისურა და დროშა ფიფას ლოგოთი, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ორი ყალბი თასი.
პოლიციამ განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ორი მამაკაცი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ტორონტო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ექვს მატჩს უმასპინძლებს, მათ შორის კანადის გახსნით თამაშს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 12 ივნისს.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ტურნირში ორმოცდარვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.







