ფეხბურთი

15:05 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

იტალიელს შეკრებაზე 35 ფეხბურთელი ჰყავდა, საიდანაც 26 მათგანი შეარჩია და საბოლოო განაცხადი ფიფაში წარადგინა.

თურქეთის ნაკრებმა გუშინ ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია 4:0 გაანადგურა, ხოლო 6 ივნისს, ვენესუელას გაეჯიბრება.

მეკარეები: ალთაი ბაიინდირი (მანჩესტერი), მერთ გიუნოკი (ფენერბაჰჩე), უგურჩან ჩაკირი (გალათასარაი)

მცველები: აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიუნჯუ (ფენერბაჰჩე), ერენ ელმალი (გალათასარაი), ფერდი კადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), მერთ მიულდური (ფენერბაჰჩე), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეთ აკაიდინი (რიზესპორი), ზეკი ჩელიკი (რომა)

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკშეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ორკუნ კოკჩუ (ბეშიქთაში), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი), არდა გიულერი (რეალი)

თავდამსხმელები: ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ჯან უზუნი (აინტრახტი), დენის გიული (პორტუ), ირფან ჩან კაჰვეჯი (ქასიმპაშა), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აკტურკოღლუ (ფენერბაჰჩე), ოგუნ აიდინი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (გალათასარაი)

თურქეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიის, პარაგვაის და აშშ-ს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091939