განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კეირუშმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განელთა მთავარი ვარსკვლავი „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ანტუან სემენიოა.
განამ უკვე გამართა ერთი სპარინგი და მექსიკასთან 0:2 დამარცხდა, ხოლო დღეს მეორე ბოლო მოსამზადებელ თამაშს ჩაატარებს უელსის ნაკრებთან, ხოლო მუნდიალზე ამ შემადგენლობით გამოვა:
მეკარეები: ბენჟამინ ასარე (ოაკი), ლოურენს ატი-ზიგი (სენტ გალენი), იოსეპ ანანგი (სენტ პატრიკსი)
მცველები: ბაბა აბდულ რაჰმანი (პაოკი), გიდეონ მენსა (ოსერი), მარვინ სენაია (ოსერი), ალიდუ სეიდუ (რენი), აბდულ მუმინი (რაიო ვალეკანო), ჟერომ ოპოკუ (ბაშაკშეჰირი), იონას ადიეტი (ვოლფსბურგი), კოჯო პეპრა ოპონგი (ნიცა), დერიკ ლუკასენი (პაფოსი)
ნახევარმცველები: ელიშა ოვუსუ (ოსერი), თომას პარტეი (ვილიარეალი), კვასი სიბო (ოვიედო), აგუსტინ ბოაკი (სენტ ეტიენი), კალებ ირენკი (ნორდშელანდი), აბდულ ფატავუ ისაჰაკუ (ლესტერი), კამალდენ სულემანა (ატალანტა)
თავდამსხმელები: კრისტოფერ ბა (ალ-ქადსია), ერნესტ ნუამა (ლიონი), ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი), ბრენდონ თომას-ასანტე (ქოვენთრი), პრინს კვაბენა ადუ (პლზენი), ინიაკი ვილიამსი (ბილბაო), ჯორდან აიუ (ლესტერი)
განის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პანამას, ინგლისს და ხორვატიას დაუპირისპირდება.







