ფეხბურთი

15:38 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

უზბეკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო, 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

უზბეკეთის ნაკრების რიგებიდან ორი ფეხბურთელია გამოსარჩევი - „მანჩესტერ სიტის“ მცველი აბდუკოდირ ხუსანოვი და „ბაშაკშეჰირის“ ფორვარდი ელდორ შომუროდოვი.

უზბეკეთმა უკვე გამართა ერთი სპარინგი და კანადასთან 0:2 დამარცხა, ხოლო 8 ივნისს, ნიდერლანდებს გაეჯიბრება, რითაც მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებს, მისთვის სადებიუტო მუნდიალზე კი ასეთი შემადგენლობით გამოვა.

მეკარეები: უტკირ იუსუპოვი (ნავბაჰორი), ბოტირალი ერგაშევი (ნეფტჩი), აბდუვოჰიდ ნემატოვი (ნასაფი)

მცველები: აბდუკოდირ ხუსანოვი (მანჩესტერ სიტი), რუსტამ აშურმატოვი (ესტეღლალი), უმარბეკ ეშმურადოვი (ნასაფი), ფარუხ საიფიევი (ნეფტჩი), შერზოდ ნასრულაევი (ნასაფი), ჯახონგირ უროზოვი (დინამო სამარყანდი), აბდულა აბდულაევი (დიბა ალ ფუჯაირა), ავაზბეკ ულმასალიევი (აგკმ), ბეხრუზ კარიმოვი (სურხონი), ხოჯიაკბარ ალიჯონოვი (ფახთაქორი)

ნახევარმცველები: ოტაბეკ შუკუროვი (ბანიასი), ოდილიონ ჰამრობეკოვი (ტრაკტორი), აზიზიონ განიევი (ალ ბატაე), აკმალ მოზგოვი (ფახთაქორი), შერზოდ ესანოვი (ბუხარა), ჯამშიდ ისკანდეროვი (ნეფტჩი), ჯალოლიდინ მაშარიპოვი (ესტეღლალი), აბოსბეკ ფაიზულაევი (ბაშაკშეჰირი)

თავდამსხმელები: ელდორ შომუროდოვი (ბაშაკშეჰირი), ოსტონ ურუნოვი (პერსეპოლისი), იგორ სერგეევი (პერსეპოლისი), აზიზბეკ ამონოვი (ბუხარა), დოსტონბეკ ხამდამოვი (ფახთაქორი)

უზბეკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიის, პორტუგალიისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17096