პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა საფრანგეთში პარიზელების ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ მომხდარ არეულობებზე. ლუის ენრიკეს გუნდმა ფინალში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა (1:1, პენალტებში 4:3). მატჩის შემდეგ მთელ საფრანგეთში არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც 57 პოლიციელი და 219 მონაწილე დაშავდა, ერთი ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და არ ვამაყობთ ამით. პარიზელები ამას არ აკეთებენ. მე ვიცი პსჟ-ს გულშემატკივრები - ისინი სხვანაირები არიან. ეს ჩვენი ქალაქია, ჩვენ უნდა დავიცვათ ის, არ გვინდა მისი განადგურება. დარწმუნებული ვარ, რომ ესენი პსჟ-ს გულშემატკივრები არ არიან. ჩვენ არ ვამაყობთ მათით, ეს უნდა შეწყდეს“, - ციტირებს Le Parisien ალ-ხელაიფის სიტყვებს.







