ფეხბურთი

16:40 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მონტენეგროსთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ხვალ, თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს - მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.

მონტენეგროსთან მატჩამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ზურაბ ხიზანიშვილმა და მოთამაშემ - გიორგი ლომიძემ ისაუბრეს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის ოფიციალური Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ. დასწრება თავისუფალია.

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

3 ივნისი | საქართველო [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი
6 ივნისი | ისლანდია [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი
9 ივნისი | საქართველო [19:00] ისლანდია | დავით პეტრიაშვილი

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), საბა ჩხეტიანი (წყალტუბოს სამგურალი), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090108