იორდანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ სელამიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
იორდანია, რომელიც დებიუტანტია, ბოლო ნაკრებია, რომლის საბოლოო განაცხადი გაირკვა დამდეგი მუნდიალისთვის. იორდანიამ უკვე გამართა ერთი ამხანაგური მატჩი, შვეიცარიასთან უშანსოდ, 1:4 წააგო, ხოლო 7 ივნისს, კოლუმბიას შეხვდება.
მეკარეები: იაზიდ აბუ ლაილა (ალ-ჰუსეინი), აბდალა ალ-ფახური (ალ-ვეჰდატი), ნურ ბანი ატია (ალ-ფაისალი)
მცველები: იჰსან ჰადადი (ალ-ჰუსეინი), იაზან ალ-არაბი (სეული), აბდალა ნასიბი (ალ-ზავრაა), საედ ალ-როსანი (ალ-ჰუსეინი), ჰუსამ აბუ დაჰაბი (ალ-ფაისალი), მოჰამად აბუალნადი (სელანგორი), სალიმ ობაიდი (ალ-ჰუსეინი), ანას ბადავი (ალ-ფაისალი), მოჰანად აბუ ტაჰა (ალ-ქუვა), მოჰამად აბუ ჰაშიში (ალ-კარმა)
ნახევარმცველები: მოჰამად ალ დავუდი (ალ-ვეჰდატი), ნიზარ ალ რაშდანი (ქატარი), ნოორ ალ რავაბდე (სელანგორი), აედ რაჯაეი (ალ-ჰუსეინი), ამერ ჯამუსი (ალ-ზავრაა), იბრაჰიმ სადეჰი (ალ-კარმა)
თავდამსხმელები: მუსა ალ-ტამარი (რენი), მაჰმუდ ალ-მარდი (ალ-ჰუსეინი), ალი ოლვანი (ალ-საილია), მოჰამად აბუ ზრაიქი (კასაბლანკა), ოდე ალ-ფახური (პირამიდსი), იბრაჰიმ საბრა (ლოკომოტივი ზაგრები), ალი აზაიზე (ალ-შაბაბი)
იორდანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიას, ალჟირსა და არგენტინას დაუპირისპირდება.







