ფეხბურთი

17:14 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დომენიკო ტედესკომ სერია A-ს გუნდი ჩაიბარა

„ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელად დომენიკო ტედესკო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და 40 წლის გერმანელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტედესკომ ვინჩენცო იტალიანო შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. იტალიანომ „ბოლონიაში“ ორი წელი იმუშავა - გუნდს იტალიის თასი მოაგებინა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.

დომენიკო ტედესკო ბოლოს „ფენერბაჰჩეში“ მუშაობდა, ასევე იყო „აუეს“, „შალკეს“, „სპარტაკის“, „ლაიფციგის“ და ბელგიის ნაკრების მწვრთნელი.

საინტერესო და სახალისო დამთხვევა: „ბოლონიას“ ყოფილი მწვრთნელის, იტალიანოს გვარი ითარგმნება, როგორც იტალიელი, ხოლო ის შეცვალა მწვრთნელმა, რომლის გვარი იტალიურად ითარგმნება, როგორც გერმანელი. და კიდევ: იტალიელი იტალიანო გერმანიაშია დაბადებული, ხოლო გერმანელი ტედესკო - იტალიაში. დომენიკოს იტალიური ფესვები აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08797