ფეხბურთი

18:22 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

თურქული გუნდი ლევანდოვსკის სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობს

ვეტერანმა პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა, კარიერა „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელოს.

„ბარსელონას“ დატოვების შემდეგ რობერტი თავისუფალი აგენტია და მისი დამატება თურქულ კლუბს სურს, რომელიც ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, სეზონში 10 მილიონი ევროს ხელფასით. პოლონელიც თანახმაა სტამბოლურ გუნდში გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ „ფენერბაჰჩეს“ დიდი მიზნები აქვს სატრანსფერო ბაზარზე დასახული: ლევანდოვსკის გარდა, ძალიან ახლოსაა „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, სერჰუ გირასის გაფორმებასთან, რომლის ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეული აქვს.

გარდა ამისა, „ფენერბაჰჩეს“ მთავარ მწვრთნელად უკავშირებენ ანტონიო კონტეს. ასევე, ცნობილია, რომ კლუბის მენეჯმენტში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის - პაოლო მალდინის დასაქმება სურთ, რომელთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ თურქული მედია „ფენერბაჰჩეს“ საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებს.

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ 2022 წლიდან 193 მატჩში 120 გოლი გაიტანა. მანამდე „ბაიერნში“ 2014-2022 წლებში 375 თამაშში თავი 344-ჯერ გამოიჩინა, იქამდე „დორტმუნდშიც“ შესანიშნავი ოთხი სეზონი გაატარა - 187 მატჩი, 103 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091737