ფეხბურთი

18:59 | 2.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალი" კონატეს უფასოდ დაიმატებს

მადრიდის „რეალი“ იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერთან ახლოსაა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფრანგმა მცველმა არაბულ კლუბებთან მოლაპარაკებები შეაჩერა, რისი მიზეზიც „რეალთან“ შეთანხმებაა.

კონატე „სამეფო კლუბთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ლივერპულს“ 30 ივნისს ოფიციალურად დატოვებს.

კონტრაქტს მადრიდულ გრანდთან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გააფორმებს, თუ ფლორენტინო პერესს ისევ პრეზიდენტად აირჩევენ.

იბრაჰიმა კონატე „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 183 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი მცველი "ლაიპციგისა" და "სოშოს" ღირსებას იცავდა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 27-ჯერ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091057