ჩეხურმა „პარდუბიცემ“ ლუკა ხარატიშვილი „დინამო ბათუმიდან“ გამოისყიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა მეკარემ გასული სეზონი ჩეხურ კლუბში იჯარით გაატარა, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინა და მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს.
ხარატიშვილმა „პარდუბიცეს“ მაისურით გასულ სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატსა და თასზე 13 მატჩი ჩაატარა, სამჯერ კი კარი მშრალად შეინახა.







