ფეხბურთი

1:22 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "გურამ კაშია ჩვენთვის სამაგალითო ფეხბურთელია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა რუმინეთთან მატჩის (1:1) შემდეგ გურამ კაშიაზე ისაუბრა.

„გვინდოდა, რომ კაშია გამარჯვებით გაგვეცილებინა. ეს თამაში იყო კაშოსთვის, იმიტომ, რომ ის ჩვენთვის მაგალითი იყო და ვეცდებით, ის გზა გავაგრძელოთ, რაც მან დაგვისახა. 38 წლის ასაკში თამაში, პროფესიონალიზი, ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია.

არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედანს გარეთ ის სამაგალითო იყო, ჩვენთვის სამაგალითოა, რომელმაც თავისი ცხოვრება ამ სპორტს მიუძღვნა და დარწმუნებული ვარ, მისთვის ახალი კარიერა დაიწყება, რომელსაც იგივე მენტალიტეტით გააგრძელებს“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა, რითაც ის რეკორდსმენია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16997