ფეხბურთი

1:33 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ავტობუსში იმდენი ვიტირე, ვერ მაჩერებდნენ, ჩემი კარიერა მაგარი თავგადასავალი იყო"

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ბოლო მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში, მადლობა ყველას. ძალიან მაგარი და საინტერესო თავგადასავალი იყო ჩემი კარიერა. გუნდს მინდა წარმატება ვუსურვო. თამაშზე რომ მოვდიოდით, ავტობუსში ბევრი ვიტირე, ვერ მაჩერებდნენ.

ემოციებით მართლა დაცლილი ვარ, დასვენება მჭირდება, 39 წლის ვხვდები და არ დამისვენია, 1-2 კვირა მჭირდება ყველაფრისგან დასვენება და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, საით წავიდე, მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები, რადგან ჩემი საყვარელი საქმეა და გარკვეულწილად მესმის, ამიტომ, მინდა ფეხბურთში ვიყო.

კვარას არაფერს ვურჩევ, რადგან არ სჭირდება რჩევა. ძალიან მაგარი ლიდერული თვისებები აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ორი დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დღეს უკვე გუნდთან ერთად იყო, ეს უკვე მის განწყობაზე ბევრ რამეს ამბობს. კვარა იქნება ლიდერი და 100%-ით დარწმუნებული ვარ, იმ გზით წაიყვანს, როგორც საჭიროა. საეჭვო არ არის, რომ მაგარი კაპიტანი იქნება.

ჩემს კარიერაში ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, დიდი მოტივაცია მომცა ყოველთვის, განსაკუთრებით ასაკში რომ შევედი, მათი თანადგომა ჩემთვის იყო ახდენილი ოცნება, რადგან მოედანზე რომ ხარ, შენს გვარს სკანდირებს ათასობით ადამიანი - ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაყი მომენტებ ჩემს კარიერაში, ეს იყო დასტური, რომ რაღაცას მიაღწიე, ვაკეთებდი საყვარელ საქმეს და გულშემატკივარი მიფასებდა. დიდი მადლობა მათ“, - თვქა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა, რითაც ის რეკორდსმენია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161322