საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ რუმინეთის ნაკრებთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„რა თქმა უნდა, ემოციური თამაში იყო, არავისთვის იყო მარტივი, განსაკუთრებით კაშოსთვის. თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ისე გაგვეცილებინა კაშო, როგორც იმსახურებდა.
პაუზა მქონდა ნაკრებში გოლზე, რადგან ხშირად არ მიწევდა თამაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, ნაკრებში გოლზე მაგარი არაფერია“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, ბაჰრეინის ნაკრებთან გამართავს.





