ფეხბურთი

2:02 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "ასეთი შეცდომები დაცვაში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ რუმინეთთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თამაშის გარდა, გურამ კაშიაზეც ისაუბრა:

„უბედნიერესი ვარ, რომ გურამ კაშიასთან ერთად თამაში მოვახერხე. ძალიან მაგარი ფეხბურთელი და კაპიტანი იყო, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. რთულია, მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს, სამწუხაროა, მაგრამ არაუშავს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ. პირადად მე, გურამისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, ძალიან კარგი პიროვნებაა, ისეთი თვისებები აქვს, რომ მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ბევრი რამ მესწავლა, რაც შეიძლებოდა.

მარტივი თამაში არ იყო, რუმინეთი კარგი ნაკრებია. პატარა შეცდომა დავუშვით და გოლი გავუშვით, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, თუ 90 კონცენტრირებულები ვიქნებით დაცვაში, ყველასთან გამარჯვება შეგვიძლია“, - თქვა გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, ბაჰრეინის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166052