კალათბურთი

10:27 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და შერმადინის გუნდებმა პლეი-ოფის პირველი მატჩები მოიგეს

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად „მურსია“ 91:68 დაამარცხა.

კატალნიელები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 16 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო მატჩს „ბარსელონა“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა.

პლეი-ოფი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც მოულოდნელად სტუმრად მადრიდის „რეალს“ 98:97 აჯობა და თუ შინაც გაიმარჯვებს, მთავარ ფავორიტს მეოთხედფინალიდან გააგდეს. შერმადინს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171044