ფეხბურთი

12:18 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" კაზემიროს შემცვლელს "ატალანტადან" დაიმატებს

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი ედერსონი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია. ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ინგლისური კლუბი 45 მილიონ ევროს გადაიხდის. დარჩენილია ფორმალური ნაბიჯების გადადგმაც, თუმცა შეთანხმება მიღწეულია.

ედერსონი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მან მისი თანამემამულე კაზემირო უნდა შეცვალოს, რომელმაც კლუბი დატოვა.

ედერსონი 2022 წლიდან თამაშობს „ატალანტაში“ და 180 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „სალერნიტანას“, „ფორტალეზას“, „კორინთიანსის“ და „კრუზეიროს“ წევრი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი მხოლოდ სამჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089213