ფეხბურთი

11:38 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემები გახდა.

ჯაბა დვალმა კარიერის საუკეთესო პერიოდი „ზესტაფონსა“ და "დინამო თბილისში" გაატარა, მაგრამ ასევე ითამაშა „სიონში“, „ჩიხურაში“, „რუსთავში“, „დაჩიაში“, „ყარაბაღში“, „საბურთალოში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა - 2012 წელს ეგვიპტის ნაკრებთან.

ჯაბა დვალი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო, უმაღლეს ლიგაში 147 გოლი გაიტანა, გახდა საუკეთესო ბომბარდირიც. მან მოიგო საქართველოს (სამჯერ) და აზერბაიჯანის ჩემპიონატი.

ვუსამძიმრებთ ჯაბას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობელებს...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157878