ფეხბურთი

14:37 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში დაასახელეს

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა.

გერმანულმა კლუბმა გულშემატკივრებში ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც დასრულდა და შედეგებიც ცნობილია: ფანების აზრით, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გასულ სეზონში მოჰამედ ალი ზომა იყო, მეორე ადგილი იან რაიხერტს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე ლუკა ლოჩოშვილი გავიდა.

ლუკა ლოჩოშვილმა გასულ სეზონში „ნიურნბერგის“ მაისურით II ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174564