დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მხარეებმა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„იუვემ“ ვლაჰოვიჩს სეზონში 6 მილიონი ევრო და ბონუსად 1 მილიონი შესთავაზა, სერბის მოთხოვნა 8 მილიონი და მაღალი ბონუსი იყო. დღეს მათ შორის ბოლო შეხვედრა შედგა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა - სერბი პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.
დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობდა და 168 მატჩში 68 გოლი გაიტანა. მანამდე სერბი ფორვარდი „პარტიზანის“ და „ფიორენტინას“ ღირსებას იცავდა.
როგორც იტალიური მედია წერს, ვლაჰოვიჩის უფასოდ დამატებას მიუნხენის „ბაიერნი“ ეცდება, რომელიც ჰარი კეინის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.





