ფეხბურთი

15:15 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს" იტალიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელად ალესიო დიონიზი დაინიშნება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია და იტალიელთან ინგლისური კლუბი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მოსალოდნელია, რომ გარიგება მიმდინარე კვირაში დაიხურება.

„უოტფორდს“ წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, რომლის განმავლობაში სამი მწვრთნელი შეიცვალა, მათ შორის, ბოლოს ედ სტილი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან გაუშვეს.

ალესიო დიონიზი ბოლოს „ემპოლიში“ მუშაობდა, კარიერის განმავლობაში „ვენეცია“, „სასუოლო“ და „პალერმო“ გაუწვრთნია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.078854