ფეხბურთი

17:00 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასს" ფრანგი მწვრთნელი ჩაიბარებს

„კრისტალ პალასის“ მთავარ მწვრთნელად პიერ საჟი დაინიშნება. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ფრანგი სპეციალისტი „ლანსს“ დატოვებს და კონტრაქტს ინგლისურ კლუბთან გააფორმებს, სადაც ოლივერ გლასნერს შეცვლის.

„ლანსში“ პიერ საჟის მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან გასულ სეზონში გუნდი ლიგა 1-ში მეორე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონობაში პსჟ-ს პრაქტიკულად მთელი სეზონი ეცილებოდა, გარდა ამისა, საფრანგეთის თასიც მოიგო.

„კრისტალ პალასმა“ ბოლო ერთ წელში სამი ტიტული მოიგო - ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და კონფერენს ლიგა, მომდევნო სეზონში კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086174