ფეხბურთი

17:40 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "გურამ, მადლობა ყველაფრისთვის, შენი კვალი და მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე სოციალური ქსელის საშუალებით გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა.

"გურამ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის და ჩვენი ნაკრებისთვის გააკეთე.შენი ლიდერობა, თავდადება და შეუპოვრობა მთელი თაობისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. დიდი პატივი იყო შენთან ერთად ამ გზის გავლა. შენი კვალი და მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში", - დაწერა მიქაუტაძემ.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შეკრებაზე გიორგი მიქაუტაძე ტრავმის გამო ვერ ეხმარება და შესაბამისად გუნდთან ერთად არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა, რითაც ის რეკორდსმენია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084547