სხვა

19:30 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯასტინ გეიჯი: "მომწონს ის ფაქტი, რომ ილიას თავი ღმერთი თუ მეფე ჰქონია, მას მე მიწაზე დავაბრუნებ"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელმა ჯასტინ გეიჯიმ Tmz sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი ილია თოფურიასთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა. ამერიკელი მებრძოლის თქმით, ის "ელ მატადორს" მიწაზე დააბრუნებს.

"ძალიან მომწონს ის, რომ ილია თოფურიას თავი ღმერთი თუ მეფე ჰგონია. ეს ფაქტი მომწონს, რადგან მას მიწაზე დავაბრუნებ და მიხვდება იმას, რომ ისიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა.

ილიას საუბარი და ბევრი განცხადებები არ მადარდებს, ეს მისი სტილია და ყველა ბრძოლის წინ ამ ხერხს მიმართავს, ჯერჯერობით ეს ამართლებს. მისი ეს სტილი კონორის სტილს ძალიან ჰგავს, ის დაუმარცხებელ და შეუცდომელ მებრძოლად წარმოაჩენს თავს, მაგრამ როდესაც წააგებ მერე რას იზამს? ერთი სული მაქვს ეს ყველაფერი მე გავაკეთო", - განაცხადა გეიჯიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ორთაბრძოლა 14 ივნისს გაიმართება და ის თეთრი სახლის მთავარი მოვლენა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090117