ფეხბურთი

20:24 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კომო" ფედერიკო კიეზას დამატებით ინტერესდება

"ლივერპულის" შემტევის ფედერიკო კიეზას დამატებით იტალიური "კომო" ინტერესდება და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების დაწყებასაც გეგმავს. ინფორმაციას იტალიურ კლუბთან დაახლოებული გამოცემა ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რომ ფედერიკო კიეზა "ლივერპულში" 2024 წლიდან თამაშობს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იტალიელმა ფეხბურთელმა სტაბილური სათამაშო დრო ვერ მიიღო. ამიტომ მისი მომავალი ინგლისში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და არ არის გამორიცხული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამშობლოში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ კიეზას დამატებით სხვა იტალიური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის მისი ყოფილი კლუბი "იუვენტუსი", სადაც კარიერის გამორჩეული წლები გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170993