სხვა

20:40 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: RAF-ს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

ჭიდაობის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია RAF-ს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.

როგორც ცნობილი ხდება RAFGEORGIA 11 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მერაბ დვალიშვილი მიიღებს, რომელიც ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

RAF გასულ წელს დაარსდა და აღსანიშნავია, რომ საქართველო ამერიკის გარდა იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ამ ორგანიზაციის ღონისძიება გაიმართება.

აღნიშნული დაპირისპირება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა გამართულიყო თუმცა ამერიკელი ტრავმის გამო ორთაბრძოლას ჩაეხსნა. გარდა მერაბისა და სეხუდოს ორთაბრძოლისა ამავე ღონისძიებაზე კაილ სნაიდერი ქვემძიმე წონის ქამარზე აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის დებიუტი RAF-ში გასულ კვირას შედგა, სადაც ქართველმა მანქანამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მან ფრენკ ედგარი 12:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171857