დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში მონტენეგროელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მეტოქის უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ 22-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ, თუმცა პეტარ რაზნატოვიჩმა პენალტი გააფუჭა, მისი დარტყმული დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია. შედეგად პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმი ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა კარგად დაიწყეს და 55-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც, ანდრია ბართიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჩინებული მოქმედების შემდეგ პენალტი მოიპოვა, ხოლო შემდეგ თავადვე ეგრეთწოდებული "პანენკა" დარტყმით გაიტანა და ჩვენი ნაკრები წინ გაიყვანა. მოპოვებული უპირატესობა სამწუხაროდ დიდხანს ვერ შევინარჩუნეთ, რადგან 58 წუთზე მეტოქემ ანაგრიშის გათანაბრება შეძლო, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ანდრია ვუკოეჟმა თავური დარტყმით გაიტანა 1:1.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში მომდევნო მატჩს ისლანდიის წინააღმდეგ 9 ივნისს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
მონტენეგრო - საქართველო 1:1
გოლები: ბართიშვილი 0:1 (55), ანდრია ვუკოეჟი 1:1 (58).





