ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილტა შორის აღარ იქნება და კვლავ განუთესავთა შორის იქნება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.
ამ ყველაფრის მიზეზი გახლდავთ ის, რომ "UE სანტა კოლომამ" (ანდორა) უეფასგან ლიცენზია ვერ მიიღო და ის "FC სანტა კოლომამ ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ კლუბზე მაღალი კოეფიციენტი აქვს. აქედან გამომდინარე იმერული კლუბი კვლავ განუთესავთა შორის იმყოფება.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" გარდა "დინამო თბილისი" და "გორის დილაც" იასპარეზებენ, თუმცა ისინი განთესილტა შორის არიან. რაც შეეხება "იბერიას", ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე იასპარეზებს.
ცნობისთვის, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს ნიონში გაიმართება და სწორედ ამ დღეს გაირკვევა ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა, ხოლო მეორე ეტაპის წილისყრა 17 ივნისს ჩატარდება.





