ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი მსოფლიო ჩემოპიონატის განაცხადში რჩება და მისი ჩანაცვლება არ მოხდება. გადაწყვეტილება მიღებულია და ის აღარ შეიცვლება. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარს მარჯვენა წვივის კუნთის ტრავმა აქვს და მოსამზადებელ ეტაპზე პრაქტიკულად მონაწილეობა არ მიუღია, კარლო ანჩელოტს და მის სამწვრთნელო შტაბს ბოლომდე სჯერათ ფეხბურთელის და ფიქრობენ, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. როგორც ირკვევა, ნეიმარი ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის მზად იქნება და ის როგორც ყოველთვის 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო პირველ მატჩს კარლო ანჩელოტის გუნდი 14 ივნისს მაროკოს ნაკრებთან გამართავს.







