ფეხბურთი

23:58 | 3.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დენზელ დუმფრისმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

მილანის „ინტერისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მარჯვენა მცველი დენზელ დუმფრისი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მადრიდის "რეალი" აღნიშნული გარიგების დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. სამეფო კლუბმა დუმფრისის გამოსასყიდი პუნქტი (20 მილიონიანი) გააქტიურა და "ინტერს" ოფიციალური დოკუმენტები ოფიციალურად გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ დენზელ დუმფრისი "ინტერში" 2021 წლიდან თამაშობს და კლუბთან ერთად არაერთი ტიტულის მოგებაც მოახერხა.მას ასევე პსვ ეინთჰოვენსა და "როტერდამის სპარტაში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092374