ფეხბურთი

0:16 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტემ ლამინ იამალის მდგომარეობაზე ისაუბრა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ხვალ ერაყთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა,სადაც ესპანელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა რაღა თქმა უნდა, შეკითხვები ლამინ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰკითხეს.

"იამალის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და თუ თუ არაფერი შეიცვლება, ის შესაძლოა 15 ივნისს სათამაშოდ მზად იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ითამაშებს, ვნახოთ. შესაძლოა რამდენიმე წუთით ითამაშოს, ან მხოლოდ ივარჯიშოს, რათა მეორე მატჩისთვის უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში შევიდეს. ამის შეფასება მოგვიწევს. ხვალინდელ მატჩში არც იამალი იქნება და არც ნიკო უილიამსი", - განაცხადა დე ლა ფუენტესმა.

ლამინ იამალმა დაზიანება 22 აპრილს "სელტა ვიგოსთან" გამართულ მატჩში მიიღო. მან პენალტის შესრულების დროს კუნთი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H-ჯგუფში კაპო-ვერდეს, საუდის არაბეთის და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ მატჩს კი, ესპანეთი 15 ივნის გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162591