მადრიდის „რეალს“ ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, რაც კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა.
როგორც მან თქვა, ის საუკეთესო ფეხბურთელებს დაიმატებს და გუნდის ლიდერებსაც შეინარჩუნებს.
„რეალის“ გულშემატკივრები უნდა მენდობოდნენ, გპირდებით, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება. ფეხბურთელებს დავიმატებ, ყველა პოზიციას გავაძლიერებ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ყოველთვის ჩემთან ერთად ითამაშებენ, ფეხბურთელებს დავიმატებ.
მბაპე, ბელინგემი და ვინისიუსი გუნდში რჩებიან. მათი დამატება მსოფლიოს ყველა დიდ კლუბს სურს, მაგრამ ჩვენთან დარჩებიან. ვინისიუსს დარჩენა სურს და მინდა, რომ ის „რეალში“ დარჩეს.
ნიკო პასი ერთ-ერთია იმ დიდებულ ფეხბურთელთაგან, ვინც ჩვენი ახალგაზრდული აკადემიიდან გაიარა და ახლა მას ევროპის წამყვანი კლუბები ეპატიჟებიან. მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა იტალიაში, კომოში. გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბთან ერთად მივიღებთ“, - თქვა პერესმა.





