ფეხბურთი

10:26 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირაოლამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა

ესპანელმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა და კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა. ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა.

წყაროს ცნობით, გარიგება დადასტურებულია და ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელი მწვრთნელი მერსისაიდელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, 30 მაისს „ლივერპულმა“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის წასვლის შესახებ განაცხადა.

43 წლის ირაოლას ბოლო კლუბი „ბორნმუთი“ გახლდათ, რომელიც მან მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ალუბლებმა“ 57 ქულა დააგროვეს და ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზე გავიდნენ. „ლივერპული,“ 60 ქულით, მეხუთე ადგილზეა. ესპანელი „ბორნმუთს“ 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157439