ფეხბურთი

11:46 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინები გააზიარა

„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ისაუბრა მომავალ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

რას ნიშნავს თქვენთვის პირადად მსოფლიო ჩემპიონატი?

— ეს განსაკუთრებული იყო ყატარში, რადგან ეს ჩემი პირველი ტურნირი გახლდათ. მაშინ ვნახე, რამდენად პოპულარულია ის მთელ მსოფლიოში. გამიმართლა, რომ ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე ეტაპზე ვითამაშე, რომელსაც ყველგან უყურებენ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა, რომლითაც ვამაყობ.

ამ მსოფლიო ჩემპიონატს სრულიად განსხვავებული გრძნობებით იწყებთ?

— ბოლო ტურნირზე მიღებული გამოცდილება სასარგებლოა, როგორც პირადად, ასევე გუნდისთვის. და ვიმედოვნებ, შევძლებთ წარმატების მიღწევას. ეს ტურნირი მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ ვის ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს. ამიტომ, ჩვენ ვიბრძოლებთ და ასევე უნდა ვისიამოვნოთ თამაშით, რადგან ეს წარმატების მწვერვალია - შენი ქვეყნის წარმომადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე. მოუთმენლად ველი ამას“, - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088717