დღეს, 4 ივნისს, „სან ანტონიო სფურზმა“ 2025–26 წლების ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფინალური სერიის პირველ თამაშში, „ნიუ-იორკ ნიქსს“ უმასპინძლა. სტუმრებმა თამაში ანგარიშით 105:95 მოიგეს.
გამარჯვებულ გუნდში ყველაზე მეტი ქულა ამერიკელმა მცველმა ჯალენ ბრუნსონმა მოაგროვა, მან 30 ქულა, სამი მოხსნა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა, დომინიკელმა ცენტრმა კარლ-ენტონი ტაუნსმა, თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა: 18 ქულა და 12 მოხსნა. მასპინძელ გუნდს ორმაგი დუბლით ფრანგმა ცენტრმა ვიქტორ უემბანიამამ ულიდერა, რომელმაც 26 ქულა, 12 მოხსნა და ორი შედეგიანი პასი მიითვალა.
„ნიქსი“ სერიას ახლა 1:0 ლიდერობს. მეორე თამაში იმავე დარბახში 6 ივნისს გაიმართება.







